რეზონანსი
(03.11.2024)

 მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მოქმედ პრეზიდენტს, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის კანდიდატს, მაია სანდუსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტური პარტიის კანდიდატს, ალექსანდრე სტოიანოგლოს შორის უწევთ.

მოლდოვაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და 21:00 საათზე დაიხურება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, ონლაინ შეამოწმონ, რომელ უბანზე არიან დარეგისტრირებული.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 20 ოქტომბერს გაიმართა, სანდუმ მიიღო ხმების 42.45%, ხოლო სტოიანოგლომ – 25.98%.​​​​​​​​​​​​​​​​

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე