რეზონანსი
(02.11.2024)

ძლიერმა ქარიშხალმა ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ, სამხრეთ-დასავლეთ ფინეთსაც დიდი ზიანი მიაყენა. ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება. 

სანაპიროზე ქარის სიძლიერემ ზოგან რეკორდულ დონეს მიაღწია.  ერთ-ერთ კუნძულზე ქარის საშუალო სიჩქარე წამში 33,5 მეტრი იყო. შტორმს თოვლი მოჰყვა, ზოგან თოვლის საფარმა 20 სმ-ს მიაღწია. 

ძლიერმა ქარიშხალმა საცხოვრებელ სახლებს და სხვა შენობა ნაგებობებს სახურავები ახადა და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა.

60 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე