რეზონანსი
(02.11.2024)

ევროპის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა აშშ-ის არჩევნებზე, არამედ ჩვენზე, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

ტუსკმა ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, მეტი ინვესტიცია ჩადონ თავდაცვის შესაძლებლობებში, ნაცვლად იმისა, რომ შეშფოთებული იყვნენ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო შედეგებით ევროპის უსაფრთხოებისთვის.

„ზოგი ამბობს, რომ ევროპის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული, თუმცა ის პირველ რიგში ჩვენზეა დამოკიდებული. იმაზე, შეძლებს თუ არა ევროპა, ბოლოს და ბოლოს გაიზარდოს და დაიჯეროს საკუთარი ძალის“, – აცხადებს ტუსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე