რეზონანსი
(02.11.2024)

დღეს მამა გაბრიელის ხსენების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, მისი და საზოგადოებას მიმართავს.

„ჩემო საყვარლებო, საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა. ყველამ ვიცით, რომ დედა ღვთისმშობლის ხვედრია პირველი, მაგრამ ამის გარდა, საქართველო ძალიან ძლიერია თავის ტრადიციებში, რწმენაში.

ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვიქცევით, რა გვინდა ჩვენ - სიწმინდე გულების და ოჯახების და საქართველოსი თუ დაღუპვა.

რაღაც ცუდი, რაც ჩვენითვის მიუღებელია. ჩვენი ხალხისთვის, ეს ყველაფერი, რაც უნდათ, რომ აქ დანერგონ, ეს მიუღებელია. ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ჩვენ სიცოცხლეს არ ვეჭიდებით, ჩვენ უფალს ვეჭიდებით და საქართველოს სულიერ გაბრწყინებას, ამიტომ გეხვეწებით, დიდი სიყვარულით, ყველა დავუფიქრდეთ, რას ვაკეთებთ და საით მივდივართ. ჩვენი სიწმინდე, ჩვენი უდიდესი რწმენა და ჩვენი ტრადიციები შეგვრჩეს უფლის წყალობით, დედა ღვთისმშობლის ლოცვებით და მამა გაბრიელის შემწეობით.

უფალმა ყველა ოჯახი გაახაროს. დოვლათი, მშვიდობა და კარგად ყოფნა ჰქონდეს ჩვენ საყვარელ საქართველოს. ეს აუცილებლად იქნება, სხვანაირად არ შეიძლება, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ჩავეხუტოთ ერტთმანეთს და გვიყვარდეს ერთმანეთი. ახალგაზრდებს უყვარდეთ ჩემნაირი მოხუცები, მე კი ყველა მიყვარს", - ამბობს მამა გაბრიელის და.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე