რეზონანსი
(02.11.2024)

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური" პარტიიდან დონალდ ტრამპი პირობას იძლევა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას დაამყარებს.

მიჩიგანში ამომრჩევლებთან შეხვედრისას მან განაცხადა, რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, თეთრ სახლში მისი მისვლის შემთხვევაში კი სიტუაცია შეიცვლება.

„ჩვენ გვექნება მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ არა ამ მასხარების მმართველობის პირობებში, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში არიან. ჩვენ მოვიტანთ მშვიდობას. არიან ადამიანები შეერთებულ შტატებსა და ახლო აღმოსავლეთში, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, მაგრამ როცა ყველა შეასრულეს თავის მოვალეობას, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მოვა", - თქვა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე