რეზონანსი
(01.11.2024)

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ პოლიტიკურ ველზე ორპოლუსიანობა, რომელიც "ბიძინა ივანიშვილის მთავარი კოზირი იყო", საბოლოოდ დაინგრა. 

"დღეს არის 4 დიდი სხვადასხვანაირი გაერთიანება და, მათ შორის, ორი ისეთი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" არ მიეკუთვნება" - აღნიშნა ანა დოლიძემ. 

ამასთან, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ყურადღება ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებსაც დაუთმო და თქვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები არათუ გააყალბა, არამედ მიიტაცა.

ეს არ იყო მხოლოდ გაყალბება, ეს იყო მიტაცება. მასშტაბი ძალიან დიდია და ამას ჩვენ უნდა ვუპასუხოთ. თუ რაიმე კარგი შეიძლება დაინახო იმაში, რაც მოხდა, ორპოლუსიანობა დაინგრა. ის მთავარი კოზირი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა 12 წელი შეინარჩუნა ძალაუფლება, რომ აქეთ "ქართული ოცნება", აქეთ "ნაციონალური მოძრაობა", ეს დამარცხდა. დღეს არის 4 დიდი გაერთიანება, კოალიცია, ერთობა, პარტია, სხვადასხვანაირი და, მათ შორის, ორი ისეთი, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" არ მიეკუთვნება", - ამბობს ანა დოლიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე