რეზონანსი
(01.11.2024)

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ როგორც თითოეულმა ქართველმა, ასევე მთელმა სამყარომ კარგად დაინახა, რომ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" რუსული მეთოდები გამოიყენა და ხმები მოიპარა.

"მსოფლიომ თქვა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი" - განაცხადა ელენე ხოშტარიამ და იქვე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ "სახელმწიფო გათელა და მიიტაცა". 

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით არსებული მტკიცებულებები საკმარისია იმისთვის, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს.

სურათი არის ნათელი, ფაქტები მოგროვებული. ეს არჩევნები არათუ მანიპულირებული, არამედ უხეშად, ღიად, მოპარული და გაუქმებული. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის სისტემური ხასიათი გაყალბებების, რომელიც ვნახეთ. მარტო ფარულობის საკითხი რომ ავიღოთ და ის, რომ თითქმის, ყველას ეკითხებოდნენ, გინდათ თუ არა მარკირება, ესეც კი საკმარისია, რომ არჩევნები არალეგიტიმურად გამოცხადდეს. რაც მთავარია, ეს პოზიცია დაიკავა მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ უმაღლეს დონეზე. მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე