რეზონანსი
(01.11.2024)

„ძლიერი საქართველოს" ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას მართავენ.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მივიდნენ: ჩეხეთის, ლიეტუვის, შვედეთის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

როგორც დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა ქვეყნის ელჩისთვის „ყველა კომპოზიციისა და კომპონენტის წარდგენაა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" არჩევნებზე განახორციელა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე