რეზონანსი
(01.11.2024)

რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან", - განაცხადა მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა.

„[ოპოზიცია ვითომ „არჩევნების გაყალბებას" ეძებს და ამ დროს, აქეთ ვამხილეთ ოპოზიცია იმავეში - ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ოპოზიციური პარტიების სადამკვირვებლო სიაში იყვნენ რეგისტრირებულები, ისე რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ]. ეს მასალა პროკურატურაში წარვადგინეთ. მანამდეც ცხადი იყო, თუ რას წარმოადგენდა რადიკალური ოპოზიციური სპექტრი, მაგრამ [ამით კიდევ უფრო მკაფიო გახდა მათი შინაარსი].

ოპოზიციის ამომრჩევლებიც უნდა დაფიქრდნენ, თუ ვის ენდობიან და ვისთვის სურთ ქვეყნის მართვის უფლების გადაცემა. რადიკალები ყველას თვალწინ თაღლითობენ და საკუთარ ამომრჩეველს თვალებში ნაცარს აყრიან", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე