
„სამართლიანი არჩევნების“ დირექტორი ნინო დოლიძე აცხადებს, რომ ის არ არის ვალდებული საზოგადოებას გააცნოს ის პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც ცესკოს მონაცემებს ემთხვევა. გამოდის, რომ „ისფედი“ თავისსავე მიღებულ შედეგებს არ ენდობა.
„ეს არავის ვალდებულება არ არის ჩვენი მხრიდან. ეს არის ჩვენი რაოდენობრივი მონაცემები, რომელიც დღის განმავლობაში ჩვენ პრობლემებს გვაწოდებდა, მოგვცა იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ მიერ დაგროვილი შედეგები ვეღარ იქნება ხალხის ნების გამოხატულება. ჩვენ არ ვაქვეყნებთ რიცხვებს, შედეგებს იმიტომ, რომ ის პრობლემები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, რა კავშირიც აქვთ მათ ერთმანეთთან, სწორედ აქედან გამომდინარე ის დამდგარი შედეგები ვერ იქნება გამოხატულება. თუ მე ვერ ვენდობი შედეგებს, იმას ვერ გამოვაქვეყნებ და მე გეუბნებით, რომ არ ვენდობი“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



