რეზონანსი
(31.10.2024)

მარნეულის 12-ე საოლქო კომისიასთან იმ არასამთავრობოების წარმომადგენლები იკრიბებიან, რომლებიც მარნეულში 90 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ და მნიშვნელოვანი დარღვევები გამოკვეთეს. მესამე სექტორის წარმომადგენლები საოლქო კომისიაში ბეჭდური და ვიდეო მტკიცებულებებით შეიარაღებულები მივიდნენ.

"ღია სივრცე" 32 უბანზე მიღებული შედეგების, ხოლო საია 26 უბანზე მიღებული შედეგების გაბათილებას ითხოვს. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამ უბნებზე დაფიქსირდა უხეში დარღვევები - საუბარია დამკვირვებლებზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, რომელიც "ტვ პირველის" მაყურებელმა არჩევნების დღეს პირდაპირ ეთერში იხილა. რამდენად განიხილავს კომისია ამ საჩივრებს, ჯერჯერობით უცნობია. განხილვის პროცესი მარნეულში ამ წუთებში იწყება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე