რეზონანსი
(31.10.2024)

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულ ადამიანთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Europa Press ვალენსიის მერზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მერის თქმით, რვა გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს ლა ტორეს რაიონში, მათ შორის არის ადგილობრივი პოლიციის თანამშრომელი.

„იმავე ავტოფარეხში ერთი ადამიანი ცოცხალი იპოვეს და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა“, - ამბობს ვალენსიის მერი მარია ხოსე კატალა. 

უცხოური მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად ამ დროისთვის სულ დაღუპულია 104 ადამიანი. 

ქვეყანაში გამოცხადებულია 3-დღიანი გლოვა. 

სტიქიით დაზარალებულ რეგიონებში დაკარგული ადამიანების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე