რეზონანსი
(30.10.2024)

ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, არცერთ საერთაშორისო დამკვირვებელს არ უთქვამს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. 

ბორელი გამოვლენილი დარღვევების ობიექტურ და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვს.

საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნები სერიოზული დარღვევებით აღინიშნება, რაც უნდა იყოს გამოძიებული გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. მე არ ჩამოვთვლი ამ დარღვევებს, მაგრამ გახლავთ ბევრი. მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ დამოუკიდებლებმა დამკვირვებლებმა არ აღნიშნეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი და ეს ითხოვს გამოძიებას, რათა ნათელი მოაფინოს იმას, რაც მოხდა, რამხელა იყო დარღვევების მასშტაბი და როგორ მოახდინა ამან გავლენა შედეგებზე", - ამბობს ბორელი. ( სინქრონული თარგმანი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე