რეზონანსი
(29.10.2024)

 არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

საქართველოს მთავრობის მეთაურს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტები - პრემიერ-მინისტრი და დუბაის მმართველი შეიხი მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და პრემიერ-მინისტრის მოადგილე, საპრეზიდენტო სასამართლოს თავმჯდომარე, შეიხი მანსურ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე