რეზონანსი
(29.10.2024)

„ქართულ ოცნებას" საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ჩინეთი.
„ჩინეთი აღნიშნავს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები კარგად ჩატარდა. ჩინეთი ყოველთვის სცემს პატივს ქართველი ხალხის არჩევანს და საქართველოს სტაბილურობისა და აყვავების გულწრფელი იმედი აქვს. მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ლინ ჟიანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



