რეზონანსი
(29.10.2024)

თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გახდება თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო იმ განცხადებების ფონზე, რაც ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ლიდერისგან ისმის, ვიქტორ ორბანმა უპასუხა: „ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული, ზოგიერთი ქვეყანა ასე ამბობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად გახდებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფო".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



