რეზონანსი
(28.10.2024)

გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის ოქროს ბურთის გალა ღონისძიებას ესწრება. საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ვალენსიას წევრი, საუკეთესო მეკარის ნომინაციაზეა წარდგენილი.
გიორგი მამარდაშვილი: "ამ დაჯილდოებაზე ყოფნა, ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი მთავარი ოცნება იყო. მიხარია აქ მოხვედრა, რადგან მოვიაზრები ერთ-ერთ ნომინანტად, ეს უკვე დიდი წარმატებაა. მე ვაგრძელებ შრომას და იმედი მაქვს, აქ არაერთხელ ვიქნები. მადლობა გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და მთელ სამწვრთნელო შტაბს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



