რეზონანსი
(28.10.2024)

ჩვენ არ შევეგუებით მოპარულ არჩევნებს, არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს, არ შევეგუებით რუსეთის სპეცოპერაციას, რომელსაც ივანიშვილი არჩევნებს ეძახის, მაშინ, როდესაც არჩევნების უფლებას და არჩევნების ინსტიტუტს გვართმევს, არ შევეგუებით! - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ განაცხადა. 

მისი თქმით, დღეს განსხვავებების ძიების დრო არაა, ქვეყანა ერთობით უნდა გადარჩეს: 

26 ოქტომბერს გაიმარჯვა არა რუსეთმა ამ ქვეყანაში, არამედ გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვეთ თქვენ, თავისუფლების მოყვარე თავისუფალმა ქართველმა ხალხმა...

ჩვენი ერთიანობით ჩვენ აუცილებლად მოვიტანთ დიდ საბოლოო გამარჯვებას. ალბათ, ყველას გვესმის, რომ ახლა განსხვავებების ძიების დრო არაა, რადგან ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ და ქვეყნის გადარჩენა შეგვიძლია მხოლოდ ერთიანობით.

ეს პარლამენტი, სადაც ივანიშვილი აპირებს, რომ შეიყვანოს გაყალბებული, მოპარული არჩევნებით მოპოვებული მანდატებით ხელში აწეული ხალხი, არ იქნება ლეგიტიმური, მანამ სანამ არ ჩატარდება ახალი არჩევნები საერთაშორისო აქტორების მიერ დაკომპლექტებული ადმინისტრაციის მიერ, რომელსაც ექნება ნდობა და ასახავს ქართველი ხალხის ნებას და იმ ევროპულ არჩევანს, რომელიც თქვენ გააკეთეთ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე