რეზონანსი
(28.10.2024)

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ქვეყანაში 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა: 

„მე ვარ ისე, როგორც უნდა იყოს რიგითი მოქალაქე, რომელსაც თავისი ხმა წაართვეს და პრინციპში შეურაცხყოფა მიაყენეს. ყველამ იცის რა მოხდა, ყველამ უნდა დავიცვათ ხმები რომ დავიცვათ ჩვენი მომავალი და ეს უნდა გავაკეთოთ დღეს…

არაერთხელ მდგარა ჩვენი ქვეყანა ასეთი განსაცდელის წინაშე, როდესაც მას ყიდდნენ…

დიახ, ყიდიან საქართველოს, ყიდიან ქვეყანას, რომელსაც 12 წლის მანძილზე ტყუილ დაპირებებში და სიღარიბეში, შეურაცხყოფაში და უიმედობაში აცხოვრებდნენ“ – განაცხადა გადაცემაში "შენი დილა" თამრიკო ჭოხონელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე