რეზონანსი
(28.10.2024)

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 26 ოქტომბერს, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არცევნებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი განცხადებით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ და საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას, ასევე გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ფუნდამენტურ თავისუფლებებს

"ქართველმა ხალხმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა დემოკრატიისკენ. ახლა, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობას და გააუქმონ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის თავისუფლების ფუნდამენტურობას, აღმოფხვრან საარჩევნო პროცესის ხარვეზები და საქართველო ევროატლანტიკური მომავლისკენ წაიყვანონ", - განაცხადა ბლინკენმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე