
სალომე ზურაბიშვილი, ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ხვალ, საღამოს 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი კონსტიტუციური უფლება დაიცვას და გაყალბებული არჩევნები დაიბრუნოს.
სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ელენე ხოშტარია და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. სალომე ზურაბიშვილთან მივიდა კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ანა დოლიძე. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში იყვნენ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები თინა ბოკუჩავა, კობა ნაყოფია და გიორგი ვაშაძე.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. მის ნაცვლად შეკრებას ესწრებოდა დიმიტრი ცქიტიშვილი. საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება სწორედ იმან გამოიწვია, რომ ოპოზიციისა და პრეზიდენტის შეხვედრას თავად პარტიის ლიდერი, გიორგი გახარია არ დასწრებია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



