რეზონანსი
(27.10.2024)

არჩევნები ტოტალურად გაყალბდა - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ "ტექნოლოგია გამოიყენეს იმისთვის, რომ გაყალბება გაეთეთრებინათ": 

ეს იყო ტოტალური გაყალბება. ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში. პლუს, დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინათ გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის, რომელიც განხორციელდა ჩვენ ხალხზე, ქვეყანაზე"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე