
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე განმარტავს, თუ რატომ წააგო “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები საზღვარგარეთ გახსნილ, თითქმის, ყველა საარჩევნო უბანზე.
მისი მტკიცებით, უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი იმასთან დაკავშირებით, თუ “როგორ ვითარდება ეს ქვეყანა”.
ეს არის იმის ნიშანი, რომ ამ ადამიანებს აქვთ ინფორმაციის დეფიციტი. თქვენ იცით, რომ არის ნიაღვარი დეზინფორმაციის, პროპაგანდის. შენ, საბოლოო ჯამში, საკუთარი თვალით თუ ვერ ხედავ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ბევრად უფრო მარტივად მოექცე ამ პროპაგანდის გავლენის ქვეშ. საქართველოშიც ძალიან ძლიერია პროპაგანდა. არის ნიაღვარი უხეში პროპაგანდის. არის ე.წ. ბულინგი და ა.შ. მაგრამ, საბოლოო ჯამში, საქართველოში მცხოვრები ადამიანები თავისი თვალით ხედავენ იმას, როგორ ვითარდება ეს ქვეყანა. ამიტომ, ამ პროპაგანდას აქვს ბევრად ნაკლები გავლენა საქართველოში მცხოვრებ ადამიანებზე, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომლებიც ცხოვრობენ სხვა იურისდიქციის ქვეშ. შესაბამისად, ძალიან მარტივად აიხსნება ეს განსხვავება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



