რეზონანსი
(27.10.2024)

"დღეს ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები", - ამის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებელმა ფანი ლაჩკომ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საარჩევნო "პროცესი პროფესიონალურად ჩატარდა".

"ჩვენ ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამომრჩეველს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია, არც ძალადობის ინციდენტები ყოფილა. პროცესი პროფესიონალურად ჩატარდა და დაკმაყოფილდა ყველა რელევანტური რეგულაციის კრიტერიუმი", - აღნიშნავს საერთაშორისო დამკვირვებელი ფანი ლაჩკო.

საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე ბეატა ტროხანოვსკა აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები არჩევნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდობიანად და პრობლემების გარეშე ჩატარდა.

"ბევრ საარჩევნო უბანს დავაკვირდით საქართველოში. მათ შორის - ბათუმსა და მის გარშემო მდებარე სოფლებში. არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა. მცირე ტექნიკური ხარვეზი იყო ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებით, თუმცა ეს მხოლოდ ამ ტექნოლოგიის სიახლიდან გამომდინარეა და ხალხი უნდა მიეჩვიოს. საერთო ჯამში, არჩევნები და კენჭისყრის პროცესი მშვიდობიანად და პრობლემების გარეშე ჩატარდა. ადგილობრივადაც, ყველა პროცედურა დაცული იყო“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ბეატა ტროხანოვსკამ.

საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა კი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს არჩევნები მშვიდ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდა.

"ეს იყო არა მხოლოდ ძალიან მშვიდობიანი პროცესი, არამედ ძალიან მოწესრიგებული, თავისუფალი და სამართლიანი. მსურს, მივულოცო ყველა პროფესიონალს, რომელთაც წარმატებით წარმართეს ეს არჩევნები. ქართველმა ხალხმა გამოიყენა ხმის მიცემის დემოკრატიული უფლება და ეს გასახარია", - აცხადებს საერთაშორისო დამკვირვებელი ხორხე გონსალეზ გალარცა.

ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნება" 54,23%-ით ლიდერობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე