რეზონანსი
(26.10.2024)

ოპოზიციურ პარტიებს შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ლიდერობა დაკარგა და იგი ახლა მესამე ადგილისთვის იბრძვის. 2 201 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის ყველაზე მაღალი შედეგი აქვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.208 %-ით, მას მოსდევს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9.836 % აქვს.
რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“, წინასწარი შედეგების მიხედვით მას ამომრჩეველთა 9.033 %-მა დაუჭირა მხარი, შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ - 8.233 %-ით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 137 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.97% მიიღო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



