რეზონანსი
(26.10.2024)

პო­ლი­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბაა. მივ­მარ­თავ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს: თუ მას მუნ­დი­რის ღირ­სე­ბა შერ­ჩე­ნია, გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლა­დო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, - ამის შე­სა­ხებ „ერ­თი­ა­ნო­ბა-ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის"ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა პარ­ტი­ის ოფის­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, 112 სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს, ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა უბ­ნი­დან შე­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე და პო­ლი­ცია არ რე­ა­გი­რებს.

"პო­ლი­ცი­ის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმოქ­მე­დო­ბაა. მივ­მარ­თავ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს: თუ მას მუნ­დი­რის ღირ­სე­ბა შერ­ჩე­ნია, გა­დამ­წყვე­ტი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მი­მართ, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში ძა­ლა­დო­ბენ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე. ეს არ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, ეს არ არის სა­მარ­თლი­ა­ნი სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო. პო­ლი­ცი­ას და მი­ნისტრს უპირ­ვე­ლე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს რომ შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს.

ხე­დავთ ის­ნის უბან­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას, რო­გორ ებ­ლა­ტა­ვე­ბი­ან ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილს, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ას კა­ნო­ნი­ე­რე­ბის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­დებს. ისი­ნი კი ებო­დი­შე­ბი­ან "მას­კი­ან", კრი­მი­ნა­ლურ ჯგუ­ფებს. ეს არის პო­ლი­ცი­ის სა­ვა­ლა­ლო სახე. გო­მე­ლა­ურ­მა კონ­კრე­ტუ­ლი ბრძა­ნე­ბე­ბი გას­ცეს ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად. ჩვენ ვნა­ხეთ გლ­დან­ში მომ­ხდა­რი ძა­ლა­დო­ბა, სა­დაც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი ტუ­რე­ბი­ვით ეს­ხმი­ან თავს ახალ­გაზ­რდა დამ­კვირ­ვებ­ლებს, მათ­ზე ძა­ლა­დო­ბენ. მათი სა­ხე­ლე­ბი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია. პო­ლი­ცია ვალ­დე­ბუ­ლია და­ა­კა­ვოს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი. პრაქ­ტი­კუ­ლად 112 სა­ქარ­თვე­ლო­ში არ მუ­შა­ობს. ყვე­ლა უბ­ნი­დან შე­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე, არ­ცერ­თი პო­ლი­ცი­ე­ლი არ რე­ა­გი­რებს. ისი­ნი ებ­რძვი­ან ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ისან­ში, ჩვე­ნი ოლ­ქის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სა­ლო­მე კა­პა­ნა­ძემ, რო­მელ­მაც შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პი­რე­ბი გა­და­ი­ღო და ვი­დეო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა გა­უგ­ზავ­ნა პო­ლი­ცი­ას, პო­ლი­ცი­ამ შე­იყ­ვა­ნა ქვე­და­ნა­ყოფ­ში, დღემ­დე არ უშ­ვე­ბენ. წარ­მო­მად­გენ­ლის გა­რე­შე ვართ. მო­ვი­თხოვთ ის­ნის პო­ლი­ცი­ის­გან მის გა­მოშ­ვე­ბას, რათა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს. ისან­ში ვხე­დავთ, რომ ჩვენს წარ­მო­მად­გე­ნელ მა­რი­ამ დო­ლი­ძე­ზე ორ­ჯერ მოხ­და თავ­დას­ხმა, "დუ­ბინ­კე­ბი" გა­მო­ი­ყე­ნეს მე­ო­რედ და ის კლი­ნი­კა­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი. ეს არის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სახე. ასე­ვე, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა მოხ­და ყვა­რელ­ში, მე-11 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე, სა­დაც ჩვენს წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ესხნენ თავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზონ­დერ ჯგუ­ფე­ბი. ასე­ვე რუს­თავ­ში მე-14 უბან­ზე, არა­ფორ­მა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბი არ აძ­ლე­ვენ ჩვენს წარ­მო­მად­გე­ნელს უფ­ლე­ბას, რომ პრო­ცე­სებს და­აკ­ვირ­დეს. მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად", - აღ­ნიშ­ნა ბეჟაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" აგო­ნი­ა­შია, ვი­ნა­ი­დან მა­თი­ვე წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებს აგებს.

„ის ძა­ლა­დო­ბა და თავ­დას­ხმე­ბი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ არის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი "ერ­თი­ა­ნო­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით, მე­ტყვე­ლებს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" არ­ჩევ­ნებს აგებს", - აღ­ნიშ­ნა ბეჟაშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე