რეზონანსი
(26.10.2024)

ეს არის 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის ტოლ­ფა­სი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც კი­დევ ერთხელ, სა­ბო­ლო­ოდ, უნდა გა­და­წყდეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კუ­თა­რი არ­ჩე­ვა­ნის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ამომ­რჩე­ველს ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს, მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას სთა­ვა­ზობს.

„დღეს კი­დევ ერთხელ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ სა­კუ­თარ თავს, რომ ეს არის ძა­ლი­ან პრინ­ცი­პუ­ლი, გა­დამ­წყვე­ტი არ­ჩევ­ნე­ბი, რე­ფე­რენ­დუ­მის ტოლ­ფა­სი არ­ჩევ­ნე­ბი. 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის ტოლ­ფა­სი არ­ჩევ­ნე­ბი, სა­დაც კი­დევ ერთხელ, სა­ბო­ლო­ოდ, უნდა გა­და­წყდეს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბა. ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ომსა და მშვი­დო­ბას შო­რის;

ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ამო­რა­ლურ პრო­პა­გან­და­სა და ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს შო­რის; ეს არის რე­ფე­რენ­დუ­მი ბნელ წარ­სულ­სა და ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს შო­რის. თქვენ ხე­დავთ, რომ არის ორი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად მო­ნა­წი­ლე­ობს ამ არ­ჩევ­ნებ­ში. ერთი მხა­რე გვთა­ვა­ზობს იმ ყვე­ლა­ფერს, რაც უნდა დავ­ტო­ვოთ წარ­სულ­ში და ჩვენ ვთა­ვა­ზობთ ამომ­რჩე­ველს ქვეყ­ნის ნა­თელ მო­მა­ვალს, მშვი­დო­ბას, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ წინსვლას ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას. ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი პროგ­ნო­ზი. ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან ვე­ლო­დე­ბით 60%-მდე ხმებს. ეს არის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნამ გა­ნაგ­რძოს სტა­ბი­ლუ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი გან­ვი­თა­რე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე