რეზონანსი
(26.10.2024)

„საარჩევნო უბნები გაიხსნა ყველა წესის დაცვით. ყველა პროცედურა მიმდინარეობდა გამჭვირვალედ და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იყო დილიდან. კმაყოფილი ვარ აღნიშნული პროცესების მიმდინარეობით“, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ალან ჟან მარიმ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებს 111 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი და 76 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება. პროცესს აშუქებს 199 მედია ორგანიზაციის 2 800-ზე მეტი წარმომადგენელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე