რეზონანსი
(26.10.2024)

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება იყო. ამ წუთებისთვის კონფლიქტი უკვე აღმოფხვრილია. ინციდენტი უბანზე ანა წითლიძის მისვლამ გამოიწვია, ის ერთ-ერთ ადგილობრივ დამკვირვებელს დაუპირისპირდა. წითლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ უბნიდან ორი დამკვირვებელი გააძევეს.

უბნის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნული დამკვირვებლები პირდაპირ ერეოდნენ საარჩევნო პროცესში, აკვირდებოდნენ პირადობის მოწმობებს, რომლებსაც ადგილობრივი უბნის თავმჯდომარეები არეგისტრირებდნენ.

იმავდროულად, აღნიშნული უბნის თავმჯდომარის თქმით, არც ერთ დამკვირვებელს არ ჰქონდა უფლება, რომ ორი დამკვირვებელი ერთად, ერთი და იგივე ორგანიზაციიდან შესულიყო, რამაც გარკვეული დაპირისპირებაც გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე