რეზონანსი
(25.10.2024)

თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­ლუ­აშ­ვი­ლი, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დამ­ფუძ­ნებ­ლის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ, ფონ­დის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას პა­სუ­ხობს და აცხა­დებს, რომ „ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მხრი­დან ხდე­ბა თე­მის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა და აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი".

რო­გორც გა­ლუ­აშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, ჩნდე­ბა კი­თხვა, თუ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტი, რა­ტომ აცხა­დებს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ახლა, არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს.

„გა­ვე­ცა­ნი TV პირ­ველ­ზე გა­სულ გა­და­ცე­მას „ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბა­თის" ანონსს, სა­დაც თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის ყო­ფი­ლი აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი სა­უბ­რობს გარ­კვე­ულ ციფ­რებ­ზე, თით­ქოს ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს „მით­ვი­სე­ბუ­ლი" აქვს ბი­უ­ჯე­ტი­დან 400 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რი და მი­ა­ნიშ­ნებს რომ თით­ქოს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კურ და ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი (პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­თან მე არ გა­ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს). რად­გან გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი გახ­ლდათ იმ კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რი და მთა­ვა­რი ფი­ნან­სის­ტი, რო­მელ კომ­პა­ნი­ა­საც დღეს მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ, არ შე­მიძ­ლია დავ­ტო­ვო კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე ანონსში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. პირ­ველ რიგ­ში აქ­ცენტს გა­ვა­კე­თებ იმ ფაქ­ტზე, რომ თუ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის­თვის ცნო­ბი­ლი იყო სა­ხელ­მწი­ფო თან­ხე­ბის მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტი, რა­ტომ აცხა­დებს აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ახლა, ზუს­ტად არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს, რო­დე­საც არ რჩე­ბა დრო პა­სუ­ხი­სათ­ვის ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას მხრი­დან. რო­გორ შე­ეძ­ლო ბა­ჩი­აშ­ვილს და­ე­მა­ლა ასე­თი ტი­პის „და­ნა­შა­უ­ლი" და მხო­ლოდ არ­ჩევ­ნე­ბის წინ გა­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნა ის. მე­ბა­დე­ბა ბევ­რი ეჭვი, რომ ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მხრი­დან ხდე­ბა თე­მე­ბის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბა და აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი.

სწო­რედ ამ გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლის მე­ნე­ჯე­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, რო­დე­საც ის მარ­თავ­და თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონდს. იმ ხუთ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტში, სა­დავ თა­ვად ბა­ჩი­აშ­ვი­ლი იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას პრო­ექ­ტის შე­ძე­ნის და შემ­დგო­მი მარ­თვის კუ­თხი­თაც, და ზუს­ტად ვიცი, რომ აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში ინ­ვეს­ტო­რი არ ჩა­რე­უ­ლა, 12 წლის წინ 300 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარ­ზე მე­ტია ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ად­ვი­ლი გა­სა­გე­ბი რომ იყოს, პრო­ექ­ტში ჩა­დე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ი­დან ინ­ვეს­ტო­რი ჩა­დე­ბუ­ლი თან­ხის გა­ორ­მა­გე­ბას ელო­დე­ბა 5-10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­აჩ­ნია სა­ხელ­მწი­ფო­ში რო­გო­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბაა.

სა­ქარ­თვე­ლოს შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ვადა სა­შუ­ა­ლოდ 6-8 წე­ლი­წა­დია. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და­მე­თან­ხმე­ბი­ან ფი­ნან­სუ­რი წრე­ებ­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, მარ­ტი­ვი გა­მო­სათ­ვლე­ლია, რომ 12 წლის წინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა დღეს უნდა აღ­წევ­დეს და­ახ­ლო­ე­ბით 900 მი­ლი­ონ აშშ დო­ლარს, თუმ­ცა პრო­ექ­ტე­ბის დღე­ვან­დე­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ისევ 300 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რია! ანუ ზუს­ტად იმ­დე­ნი, რაც 12 წლის წინ!

აქვე შე­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ რო­დე­საც გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის „მა­ქი­ნა­ცი­ებ­ზე" მი­ა­ნიშ­ნებს, უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ ზ/ა პრო­ექ­ტე­ბი­დან ერთ-ერთი, „მტკვა­რი ჰესი", რო­მელ­საც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ბა­ჩი­აშ­ვი­ლი მარ­თავ­და, და­გეგ­მილ ბი­უ­ჯეტ­ზე გა­და­ხარ­ჯულ­მა თან­ხამ 100 მი­ლი­ონ დო­ლარს გა­და­ა­ჭარ­ბა! შე­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ სწო­რედ ამ საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა იძი­ებს და გი­ორ­გი ბა­ჩი­აშ­ვი­ლი დღე­საც გა­მო­ძი­ე­ბის ქვე­შაა. მე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი ბიტ­კო­ი­ნე­ბის საქ­მის შე­სა­ხებ, გარ­და იმი­სა რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის არის ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ბა­ჩი­აშ­ვილ­მა ბა­ტონ ბი­ძი­ნას კუთ­ვნი­ლი ბიტ­კო­ი­ნე­ბი მი­ით­ვი­სა და საქ­მე სა­სა­მარ­თლო­შია. სწო­რედ ამ დროს, არ­ჩევ­ნე­ბის წინა ღა­მეს, გა­მო­დის ბა­ჩი­აშ­ვი­ლი და აკე­თებს ასე­თი ცი­ლისმწა­მებ­ლურ გან­ცხა­დე­ბებს", - აცხა­დებს სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­ინ­ვეს­ტი­რე­ბის ფონ­დის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და­ვით გა­ლუ­აშ­ვი­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე