
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ „ივანიშვილი მისთვის ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა“, რადგან მან ქვეყნის ინტერესებზე მაღლა პერსონალური ინტერესები და შიშები დააყენა.
„ჩემთვის ივანიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. ბიძინა ივანიშვილისგან ველოდი სიტყვის შესრულებას. ველოდი, რომ ის იმდენად შემდგარი ადამიანია, რომ თავის პირად, პერსონალურ ინტერესებს და შიშებს არ დააყენებდა ქვეყნის ინტერესებზე მაღლა და ველოდი, რომ ადამიანს, რომელსაც ამხელა წარმატებები აქვს მიღწეული, ამდენი კარგი რამ გაუკეთებია ქვეყნისთვის, ამ ყველაფერს წყალს არ გაატანდა რაღაც გლობალური ომის პარტიის ზღაპრების და მილიარდების გამო. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება იყო ის ტყუილები, რომელიც როგორც აღმოჩნდა ყოველდღიურობის ნაწილი იყო სამწუხაროდ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



