რეზონანსი
(24.10.2024)

კონკრეტული აქციის დროს დგება შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომელიც არის საიდუმლო ტიპის დოკუმენტი, ვინაიდან შეიცავს იმგვარი ხასიათის ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებამ შეიძლება საფრთხის ქვეშ დააყენოს თავად პოლიციელების უსაფრთხოება და სამოქმედო გეგმის განხორციელება, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ.

„დოკუმენტში გაწერილია კონკრეტული დანაყოფის რაოდენობა, მათი მოქმედების არეალი, საკომუნიკაციო საშუალებები და სხვადასხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ უნდა იყოს ღია ინფორმაცია, რადგან აზრს დაკარგავდა ასეთი გეგმის შემუშავება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე