რეზონანსი
(24.10.2024)

"ქვეყანა დაგირავებული და დალომბარდებულია" - ამის შესახებ განცხადება კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ გააკეთა. 

ამასთან, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ჯეიკ სალივანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "საქართველოში არავის სურს საკუთარი ქვეყნის გირაოთი სხვა ქვეყნისთვის გადაცემა, მათ შორის, ჩინეთისთვის".

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩევლის კომენტარის საპასუხოდ კი ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ სასიხარულოა, როდესაც პარტნიორებს ასეთი პოზიცია გააჩნიათ.

ქვეყანა დაგირავებულია, დალომბარდებულია. ადამიანი თვლის თავის თავს, როგორც ბატონ პატრონს. ამაოდ, მაგრამ ხომ თვლის. კარგია, რომ ამერიკელი პარტნიორები ამ პოზიციაზე არიან, რასაც ადგილი არ ჰქონდა 2020-2021 წლებში, თუმცა ივანიშვილი მაშინაც იგივე იყო, როგორც დღეს, თუმცა ამის ბევრ ამერიკელს და ევროპელს არ სჯეროდა", - ამბობს ნიკა მელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე