რეზონანსი
(24.10.2024)

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაური აშშ-ის მიერ სანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილსა (ხარება) და მის მოადგილეზე, მილერი ლაგაზაურს ისაუბრა:

ეს მან ჟურნალისტებთან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზის გახსნაზე თქვა.

"რაც შეეხება მადლობის თქმას, მინდა ყველას ვუთხრა მადლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, განსაკუთრებულად გდდ-ის სპეცდანიშნულების ბაზაზე ვართ და მათ. ეს ადამიანები იცავენ ყოველთვის სამშობლოს, მოქალაქეებს, ომშიც მონაწილეობდნენ. არიან გმირები მართლა, ბატონო ზვიადიც და ლაგაზაურიც"- ამბობს გომელაური. 

2024 წლის 16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური დაასანქცირა. 

აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე