რეზონანსი
(24.10.2024)

თურ­ქეთ­ში სამი ტე­რო­რის­ტი თავ­დაც­ვით სამ­რეწ­ვე­ლოს თავს და­ეს­ხა, არი­ან გარ­დაც­ვლი­ლე­ბი და დაჭ­რი­ლე­ბი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და თურ­ქუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლე­ბენ.

გა­მო­ცე­მა CNN Turk-ის ცნო­ბით, სამი ტე­რო­რის­ტი თავს და­ეს­ხა ან­კა­რის კა­რა­მან­კა­ზა­ნის უბან­ში მდე­ბა­რე კომ­პა­ნი­ას Turkish Aerospace Industries, რო­მელ­საც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი უკა­ვია თურ­ქუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბის სის­ტე­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 ბოლო ცნობებით, თურქეთში ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა.

იერლიკაიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, „ქურთისტანის მუშათა პარტია“ დგას.

„დაღუპულთა ვინაობასა და სხვა მტკიცებულებებს გავასაჯაროებთ, როგორც კი დადასტურდება“, – განაცხადა მინისტრმა.

ანკარაში ავიაკოსმოსურ კომპანია TUSAŞ-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია ხუთი და დაშავებულია 14 ადამიანი. როგორც თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ორი თავდამსხმელი განეიტრალებულია. თურქეთი მომხდარს ტერორისტულ თავდასხმად აფასებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე