
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა ქუჩაში ფეხით სახლისკენ მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, მათ სახლამდე 30 მეტრი ჰქონდათ დარჩენილი.
"სიტყვები უძლურია ამ დროს. რამხელა ტრაგედიაზე ვსაუბრობთ. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. დედა გადაყვანილია კლინიკაში, როგორც მითხრეს, ფეხი აქვს დამსხვრეული და მას სასიკვდილო არაფერი სჭირს. თუმცა ამხელა უბედურება დატრიალდა სოფელში.
ამხელა ტრაგედია დაატყდა თავს ოჯახს და მთელ რაიონს. დედა-შვილი ფეხით მოსიარულეთა გზაზე მოდიოდა და ამ დროს დაეჯახა. ამბობენ, მძღოლი ძალიან ჩქარა მოდიოდა. გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება ამ საშინელი ტრაგედიის მიზეზად.
გაგვანადგურა ამ ამბავმა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მძღოლი გარდაიცვალა მიყენებული თვითდაზიანების შედეგად, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ის კლინიკაში რჩება. ამბობენ, რომ მძიმე დაზიანება აქვს",- ამბობს ადგილობრივი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



