რეზონანსი
(22.10.2024)

მარნეულში ვედად ომაროვის სახლს ცეცლხი ღამის 3 საათზე გაუხსნეს. ჯერ ცეცხლსასრული იარაღიდან ისროლეს, შემდეგ კი ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს. ამ დროს სახლში ოჯახის ყველა წევრი იმყოფებოდა, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებიც. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანებულია სახლი. ირკვევა, რომ რამდენიმე კვირის წინ ომაროვს უცნობმა პირებმა ფულის გამოძალვის მოთხოვნით დაურეკეს. 

რამდენიმე კვირის წინ დამირეკეს, სხვადასხვა ნომრიდან რეკავდნენ და ფულს მთხოვდნენ. მე უარი ვუთხარი, არ მაქვს ფული-თქო. არ ვიცი ვინ რეკავდა, სამი ტრაილერი მყავს, კრედიტი ვიყიდე და ისე ვმუშაობ-თქო. ბოლოს კი ეს მოხდა, სახლის ეზოში ხელყუმბარა ისროლეს. ამ დროს ყველა სახლში იყო, მოხუცი დედაც, მეუღლეც და ბავშვებიც. სროლის შემდეგ რომ გამოვედი გარეთ, აღარვინ  იყო. პოლიცია მოვიდა, მაგრამ ვერაფერი თქვეს. სახლის ფანჯრები სულ ჩამტვრეულია, ხელყუმბარამ ყველა მინია დააზიანა. არ ვიცი, ვის შეეძლო ამის გაკეთება, ეჭვიც არავისზე მაქვს, პოლიციასაც არავინ დაუკავებია, - ამბობს ბიზნესმენი. 

გამოძიება ორი მუხლით აღიძრა. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ჯერ არავინ დაუკავებია. 

წყარო: ტვ.პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე