რეზონანსი
(22.10.2024)

ისანში 40 წლამდე მამაკაცი მოკლეს. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, წუხელ მოკლეს. სამართალდამცავებმა სავარაუდო დამნაშავე მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე