რეზონანსი
(22.10.2024)

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა გა­ბე­და და რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს უნდა შე­ვუ­ერ­თდეთ. ამის თქმას ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ბე­დავ­და, ნა­წი­ლი ვერ. კა­ბი­ნე­ტებ­ში ამა­ზე ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა იყო", - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და,

რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლი აცხა­დებს, ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ გამ­ყა­რე­ბა, გამ­კაც­რე­ბა და აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, რად­გან მისი თქმით, გუნ­დმა უფრო ადრე იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა გა­ბე­და და რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში ჩა­წე­რა, რომ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ სან­ქცი­ებს უნდა შე­ვუ­ერ­თდეთ. ამას ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი ბე­დავ­და თქმა, ნა­წი­ლი ვერ. კა­ბი­ნე­ტებ­ში ამა­ზე ძა­ლი­ან დიდი ზე­წო­ლა იყო. მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მო­ნა­ყო­ლი, რო­დე­საც მას­თან ერთ-ერთი ქვეყ­ნის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ასე­თი ტი­პის სა­უ­ბარს აწარ­მო­ებ­და. ირაკ­ლი შე­ე­კი­თხა: კი, მაგ­რამ, რო­გორ წარ­მო­გი­დე­ნი­ათ, ჩვენ რამ­დე­ნი დღე შეგ­ვიძ­ლია, რომ ვი­ო­მოთ, რამ­დენ დღეს გა­ვუძ­ლებ­თო? – 3-4 დღეო. 3-4 დღის გამო გვღუ­პავ­თო? - თქვენ 3 მი­ლი­ო­ნი ხარ­თო და 3-4 დღე­ში ყვე­ლას კი ვერ ამოგ­ხო­ცა­ვე­ნო. შემ­დეგ შე­გიძ­ლი­ათ პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბით ტყე­ში გახ­ვი­დე­თო და ჩვენ და­გეხ­მა­რე­ბით და იქი­დან იო­მე­თო. ეს იყო რე­ა­ლო­ბა. ამ ყვე­ლა­ფერ­მა გა­მო­იწ­ვია გუნდში ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. გუნ­დი გამ­ყარ­და, გამ­კაცრ­და, გა­აგ­რე­სი­ულ­და. რად­გან, გუნ­დმა უფრო ადრე იცო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვიდ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე