რეზონანსი
(21.10.2024)

ბორჯომში, არდაგნის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი მდინარეშია გადავარდნილი. სავარაუდოდ, არიან დაშავებულები. ჯერჯერობით გაურკვეველია, რას მოჰყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. ინფორმაცია ტელეკომპანია „ბორჯომმა“ გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე