რეზონანსი
(21.10.2024)

გასულ ღამეს ე.წ. "მალაკნებზე" ახალგაზრდა კაცი მოკლეს. თვითმხილველი "მთავარ არხს" უყვება, რომ კაცს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი, მანქანიდან გადმოსულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ გაისროლა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, რომელთაც კამერებთან გამოჩენა არ ისურვეს, კონფლიქტის მიზეზი აღებული ვალი იყო. ინციდენტს 10-მდე მონაწილე ჰყავს. წინასწარი ინფორმაციით საქმეზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.  შსს-ში კი დეტალებს ამ დრომდე არკვევენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე