რეზონანსი
(21.10.2024)

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 97 პროცენტზე მეტი უკვე დათვალა. მოქმედ პრეზიდენტს, მაია სანდუს მხარი ამომრჩეველთა 41.55 პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მოლდოვის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სოციალისტების მიერ მხარდაჭერილ ალექსანდრე სტოიანოგლოს – 26.51 პროცენტმა.

ფაქტია, რომ ხმების სრულად დათვლის შემდეგ აღნიშნული მონაცემები არ შეიცვლება და ვერც ერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს 50 პროცენტზე მეტს, ამიტომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

რთული ვითარებაა ევროინტეგრაციისთვის გამართული სარეფერენდუმო კითხვასთან დაკავშირებით. ამ ნაბიჯი გადასადგმელად თანხმობა მხოლოდ 50,03 პროცენტმა განაცხადა, ხოლო 49,97 პროცენტი წინააღმდეგია.

საკონსტიტუციო რეფერენდუმზე მოქალაქეებს უნდა ეპასუხათ კითხვისთვის: „უჭერთ თუ არა მხარს კონსტიტუციის შეცვლას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით?“

ამომრჩეველს პასუხის ორი ვარიანტი ჰქონდა – „დიახ“ და „არა“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე