რეზონანსი
(20.10.2024)

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. “მალაკნებზე”, ახალგაზრდა კაცი მოკლეს. ადგილობრივების თქმით, მომხდარს კი წინ შელაპარაკება უძღოდა, რასაც მალევე სროლის ხმა მოჰყვა.
“იარაღით არის ბიჭი მოკლულიო, მთელ უბანში ტყვიები ყრია” - ამბობენ ადგილობრივები.
ადგილზე იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებითი ინფორმაცია, ჯერჯერობით, უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



