რეზონანსი
(20.10.2024)

ყოფილი ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი პლატფორმა "X"-ზე თბილისში მიმდინარე ევროპული მარშის შესახებ წერს, "ძალიან შთამბეჭდავია იმის ნახვა, თუ როგორ გამოვიდა ოპოზიცია და საქართველოს მრავალი მოქალაქე, უკვე მერამდენედ ბოლო თვეების განმავლობაში, საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად".
თბილისში მასშტაბური მარში დაიწყო. მოქალაქეები სხვადასხვა ლოკაციიდან საბოლოო დანიშნულების ადგილისკენ, თავისუფლების მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მსვლელობის თითოეული მონაწილის მთავარი სათქმელი კი ერთია - "ჩვენ გვინდა ევროპაში".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



