რეზონანსი
(20.10.2024)

ჩვენთვის გადარჩენა არის ევროპა - მომღერალი გიორგი უშიკიშვილი საზოგადოებას, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ევროპული მომავლის გადასარჩენად თავისუფლების მოედანზე მივიდეს. 

დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას - ამბობს უშიკიშვილი.

"ეს არის მუხტი, იმის რასაც ჩვენ რეგიონებში ვხედავდით, მუხტი გადმოვიდა რეალურად აქ, ეს არ იყო მოულოდნელობა. საზოგადოება ხვდება, რომ ჩვენთვის გადარჩენა არის ევროპა. ყველა დადგება და ყველა გამოვა. მე მინდა, ყველას ვთხოვო, რომ მეგობრებო თქვენ უნდა გამოხვიდეთ. თქვენ, რომ გეშინიათ იმის, რომ არჩევნები გაყალბდება, ხმებს მოიპარავენ და ა.შ. მნიშვნელოვანია დღეს ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არჩევნების გაყალბებას. ყველანი დღეს უნდა ვიდგეთ, თავისუფლების მოედანზე", - განაცხადა გიორგი უშიკიშვილი. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე