
თბილისში მიმდინარე ევროპული მარშის მონაწილე დავით გამყრელიძე "პირველებთან" მსვლელობის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქართველი ხალხი დედაქალაქის ქუჩებში სწორედ იმისთვის გამოვიდა, რომ "პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს კი, ხოლო პრორუსულ "ქართულ ოცნებას" არა უთხრას".
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი იმასაც აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში გაემგზავრება და საქართველო ევროპულ ოჯახში დაბრუნდება.
ძალიან საზეიმო დღეა, რადგან ჩვენ ყველანი გამოვდივართ, რომ ევროპას ვუთხრათ კი და რუსეთს არა. კიდევ ერთხელ ვეუბნებით პროევროპულ პოლიტიკურ ძალებს კის და პრორუსულ "ქართულ ოცნებას" არას. ეს არის გარკვეულწილად მოსამზადებელი მარში იმისთვის, რომ 26-ში ბიძინა ივანიშვილს რუსეთში გავისტუმროთ და ჩვენ ყველანი დავბრუნდეთ ევროპულ ოჯახში", - ამბობს დავით გამყრელიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



