რეზონანსი
(19.10.2024)

დაჯგუფება „ჰამასის" ლიდერის იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შესაძლებელი გახდა, განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა.
"რა თქმა უნდა, იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ ახალი პერსპექტივა გამოჩნდა, და ჩვენ ის ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად უნდა გამოვიყენოთ, გავათავისუფლოთ დანარჩენი ტყვეები და შევხედოთ ამას პოლიტიკური პერსპექტივიდან", - თქვა ბორელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გაეროს სამშვიდობო მისია, რომელიც ლიბანში მოქმედებს, გადასახედი და, შესაძლოა, გასაძლიერებელი იყო, ვინაიდან იქ ისრაელსა და „ჰეზბოლას" შორის ომი მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



