რეზონანსი
(19.10.2024)

ამა­საც მო­ვეს­წა­რით, კა­რა­სი­ნი იცავს სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­ბას და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის­გან, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნის გან­ცხა­დე­ბას.

სა­გა­რეო უწყე­ბის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი პოსტს „ფე­ის­ბუქ­ზე" წერს.

„ამა­საც მო­ვეს­წა­რით, კა­რა­სი­ნი იცავს სა­ქარ­თვე­ლოს ღირ­სე­ბას და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის­გან. რა თქმა უნდა, მხო­ლოდ კა­რა­სი­ნის გვერ­დით დგო­მით შევ­ძლებთ ამა­ყად, ღირ­სე­უ­ლად და მშვი­დო­ბით ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას. სა­სა­ცი­ლოა, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს", - წერს მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძე.

ცნო­ბის­თვის, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი „ტე­ლეგ­რამ არხზე" გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის გან­ცხა­დე­ბას და ამ­ბობს, ჰერ­ჩინ­სკის „უხე­შო­ბე­ბი­თა და პირ­და­პი­რო­ბით გა­ო­ცე­ბუ­ლია".

„სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, ვინ­მე ჰერ­ჩინ­სკი თბი­ლის­ში გაშ­მაგ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი, ვინ­მე ჰერ­ჩინ­სკი, ეროვ­ნე­ბით პო­ლო­ნე­ლი, თბი­ლის­ში გაშ­მაგ­და. თა­ვი­სი უხე­შო­ბით და პირ­და­პი­რო­ბით გა­მა­ო­ცა. ით­ქვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი არც დღეს, არც ხვალ და არც 2030 წელს არ იქ­ნე­ბა, თუ ქვე­ყა­ნა­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ით­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, ქვე­ყა­ნა­ში მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლის ატ­მოს­ფე­რო­ში. იმის თქმა, რომ ეს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ეთი­კის დარ­ღვე­ვაა, არა­ფერს ნიშ­ნავს! რე­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პირ­და­პი­რი შან­ტა­ჟი და და­ში­ნე­ბა ხდე­ბა. მსგავ­სი რა­მის მოთ­მე­ნა ქარ­თუ­ლი სი­ა­მა­ყის­თვის სე­რი­ო­ზულ გა­მოც­დას წარ­მო­ად­გენს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას ბრი­უ­სელ­მაც უნდა მი­აქ­ცი­ოს ყუ­რა­დღე­ბა. თუმ­ცა, იქ მათ მარ­თე­ბუ­ლო­ბა უკვე და­ი­ვი­წყეს", - წერს კა­რა­სი­ნი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე