რეზონანსი
(19.10.2024)

უკრაინამ ტყვეთა რიგით 58-ე გაცვლა განახორციელა, რის შედეგადაც სამშობლოში 95 უკრაინელი მებრძოლი დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენი 95 მეომრები კვლავ შინაა. ესენი მეომრები იცავდნენ მარიუპოლს და „აზოვსტალს", დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის, კიევის, ჩერნიგოვის და ხერსონის ოლქებს. ყოველ ჯერზე, როდესაც უკრაინა იხსნის თავის ხალხს რუსული ტყვეობიდან, ჩვენ ვუახლოვდებით დღეს, როდესაც თავისუფლება დაუბრუნდება ყველას, ვინც რუსულ ტყვეობაშია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, სამშობლოში დაბრუნდა ბევრი უკრაინელი, რომლებიც რუსული სასამართლოების მიერ იყვნენ გასამართლებულნი, მათ შორის იყო 28 ადამიანი, რომლებსაც ხანგრძლივი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, ხოლო 20 პირს - უვადო პატიმრობა.

ამასთან, უკრაინულმა მხარემ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე