რეზონანსი
(19.10.2024)

გორი-რუისის მონაკვეთზე ახალგაზრდა მამაკაცს მანქანა დაეჯახა. დაიღუპა 20 წლამდე ასაკის ბიჭი. შემთხვევა დღეს ხილის ბაზრობასთან ახლოს მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას „qartli.ge" ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ავტობანზე ქვეითად გადადიოდა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



